The Peninsula-ში და Gulf Times-ში ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინტერვიუები გამოქვეყნდა

კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 23-24 ნოემბერს, კატარის წამყვან გამოცემა – The Peninsula-ში და Gulf Times-ში გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინტერვიუები, რომლებშიც მინისტრის მოადგილე საუბრობს კატარში ქართული პროდუქციის მზარდი პოპულარობის შესახებ. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის განთავსებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კატარში საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე.

„სტატიაში ასევე საუბარია კატარიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების მზარდ დინამიკაზე, რაც განპირობებულია კატარის მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის  საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობით და დოჰა-თბილისის მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი რეისებით“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები