„ჩვენ – 30 ამბავი“ ფოტოგამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონში ლევან ხერხეულიძისა და არჩილ ქიქოძის ფოტოგამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ გაიხსნა. ფოტოგამოფენა “ჩვენ – 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით.
გამოფენის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. გამოფენის ნახვის მსურველებს 14 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ ეწვიონ ეროვნული არქივის პავილიონს.