რომში გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, რომში, Palazzo Velli Expo-ში მოეწყობა გამოფენა „Scomparizione“- სადაც ცნობილი ქართველი ემიგრირებული დიპლომატისა და არტისტის, გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრები, გრაფიკა და სასცენო ილუსტრაციები გამოიფინება.ევროპის არტისტულ სცენაზე თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი სცენოგრაფის, გიორგი აფხაზის ნამუშევრების დათვალიერება პირველად გახდება შესაძლებელი ფართო აუდიტორიისთვის.

გიორგი აფხაზი 30- იანი წლებიდან თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრსა და შემოქმედებით ჯგუფთან. იყო მრავალი სპექტაკლის მთავარი მხატვარი.გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით იმართება და მისი ავტორი და კურატორია ნენო გაბელია – 2018-2019 წლებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები