ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები ეწვივნენ. ინფლუენსერები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ბუნების, ეკო ტურიზმის, კულტურისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.
გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში განთავსდება და ათიათასობით ადამიანი ნახავს.