ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია
ქართველი მომღერალი, უკრაინული საბავშვო ვოისის გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელდება. „მეგობრებო!!! ოქროს ღილაკით გადავედი პირდაპირ ფინალში!!!♥️“ – წერს ალექსანდრე სოციალურ ქსელში. “ქართული კვირა“ დაუკავშირდა ალექსანდრეს და გაესაუბრა მას.
„ამ კონკურსის მიზანი კონექტიკუტში საუკეთესო ნიჭიერის აღმოჩენაა. პირველ ტურში მონაწილეობისას მე ოქროს ღილაკი ავიღე ჟიურისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ფინალში მოვხვდი, ჟიურის წევრები ამერიკის ნიჭიერის, American Idol, და სხვა პროექტების პროდუსერები, ასევე ძალიან ცნობილი ჩამწერი სტუდიის დამაარსებლები და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ძალიან ცნობილი ადამიანები არიან.
-როდის გაიმართება ნიჭიერის ფინალი?
-ფინალი და ხმის მიცემა 18 დეკემბერს გაიმართება. ჩემმა გულშემატკივრებმა უნდა გადმოიწერონ აპი Vote Frenzy და მომცენ ხმა, რაც გამარჯვებაში დამეხმარება“, – განაცხადა ალექსანდრე ზაზარაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.