ქართველი გამომცემლები შარჟას წიგნის საერთაშორისო ბაზრობას სტუმრობდნენ
შარჟას წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, რომელიც 3-13 ნოემბერს გაიმართა, ქართველი გამომცემლებიც ესწრებოდნენ. საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვისა და ქართველი ავტორების არაბული სამყაროსთვის გაცნობის მიზნით სხვადასხვა შეხვედრებს ესწრებოდნენ გამომცემლობა ინტელექტის, პალიტრა L-ის, შემეცნება, საგა და თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობის წარმომადგენლები ინფორმაცის .საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
შარჟაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, 1982 წლიდან ყოველწლიურად იმართება წიგნის ბაზრობა. შარჟას საერთაშორისო წიგნის ბაზრობა ამ წლის ყველაზე დიდი ბაზრობა იყო, რომელსაც 546 გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი ესწრებოდა 83 ქვეყნიდან.