ელენე ნავერიანის ფილმის პროექტმა ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმის პროექტმა “შაშვი შაშვი მაყვალი” ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

ფილმი თანამედროვე ქართველი ავტორის – თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია იქნება. „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ 2021 წელს გამოქვეყნდა. სიუჟეტი პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება და მის ცენტრში შუახნის მარტოხელა ქალი ეთერო და მისი ამაღელვებელი თავგადასავალია, ეთეროს სევდიანი და განსაკუთრებული ამბავი მალევე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა და წიგნი ბესტსელერადაც იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები