ავსტრიაში ნინო ბაშარულისა და სოფი ეცადაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის ორგანიზაციის ორგანიზებით ვენაში,  ბარ-რესტორან “Modi 1080”-ში 24, 25, 26 ნოემბერს ნინო ბაშარულისა და სოფი ეცადაშვილის შემოქმედებითი საღამო “Echo der Seele” გაიმართება.

მოეწყობა სოფი ეცადაშვილის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვა,რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი ნინო ბაშარული,გიტარისტ გიორგი ფხალაძესთან ერთად.ნინა ბაშარული ეთნო- მუსიკოსია.იგი ცნობილია თავისებური ხმის ტემბრით და სიმღერის ტექნიკით.ნინოს მუსიკალური შემოქმედება 2007 წლიდან იწყება , როდესაც იწვევენ ევროპულ ტურნეში . მის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა იქონია “ფლამენკოსა” და “ფადუს” მუსიკალურმა ჟანრებმა , რომლებიც ევროპაში მოღვაწეობის დროს შეისწავლა, ამიტომაც მის სიმღერებში ქართულ ხალხურ ფოლკლორთან ერთად, ამ ჟანრების ელემენტებიც იგრძნობა…მან რამდენიმე ნაწარმოები დაწერა ევროპული ფილმებისთვის და კინემატოგრაფიაშიც დღემდე წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას. ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ  შექმნა მუსიკალური ჯგუფი “პალომა”

სოფი ეცადაშვილი ქართულ ტიხრულ მინანქარზე 2000 წლიდან მუშაობს.ის ეროვნული მოტივებითა და თანამედროვე დიზაინით სამკაულებს ქმნის. ნამუშევრების შექმნის მთავარი ინსპირაცია არის ქართული ეროვნული სამოსი, მისი დეტალები, ანბანი და ტრადიციული ძველი თემების მოდერნიზაცია მისთვის მთავარი ინსპირაციაა და ფიქრობს,რომ ყოველი სამკაული თავის ეპოქას უნდა წარმოადგენდეს.

საღამოს სტუმარი უნდა აკმაყოფილებდეს ავსტრიის კანონმდებლობით დადგენილ 2G + წესებს- იყოს აცრილი ან გამოჯამრთელებული და ქონდეს PSR ტესტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები