ლონდონში ლევან ლაღიძის გამოფენა “Promise” გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ ცნობილი ქართველი მხატვრის ლევან ლაღიძის გამოფენა -“Promise” გახსნა, რომელიც გალერეა “Katrine Levin Galleries” ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ ქართველი მხატვრის ხელოვნებისა და მისი ახალი ნამუშევრების წარმოდგენა ლონდონში მესამედ მოეწყო. გამოფენის ნახვა დაინტერესებულ საზოგადოებას 27 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. ლევან ლაღიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1981 წელს. 1985-1988 წლებში იყო თბილისის მხატვრის სახლის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოსა და გერცევის გალერეაში მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში ავსტრიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები