,,ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი – არ დაყარო ფარხმალი, იყავი მომთმენი და მიზანსწრაფული“ – ინტერვიუ მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ქართველ ვარსკვლავთან

ვიდეობლოგის სტუმარი მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ქართველი ვარსკვლავი, “ბოსტონ ბალეტის” წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილია. ის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც მოცეკვავეთა შორისაა და ამერიკული პრესა ფენომენალურ მოცეკვავედ მოიხსენიებს.

Boston Ballet-ის პრემიერი მსოფლიოს ცნობილ საბალეტო დასში მეუღლესთან ეკატერინე ჩუბინიძესთან ერთად მოღვაწეობს. ისინი წლების წინ, ერთად გაემგზავრნენ ამერიკაში.

ლაშა უცხოეთში წასვლამდე, 2002 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. სამშობლოში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, კარიერა უცხოეთში განაგრძო. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო „ბოსტონ-ბალეტამდე“ იყო თურქეთი. 2010 წლიდან კი, აშშ-ში მოღვაწეობს. ის იყო პირველი მამაკაცი, ვინც „ბოსტონ-ბალეტში“  კონტრაქტი, როგორც წამყვანმა მოცეკვავემ მიიღო.

,,ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი – არ დაყარო ფარხმალი. ვიცოდი, თუ მიზანს დავისახავდი ადრე თუ გვიან აუცილებლად მივაღწევდი, ბოლომდე ვიბრძოლებდი. მოთმინება და მიზანსწრაფვა – ეს არის მთავარი მამოძრაველი, ჩემი ,,მოტო“. ყოველთვის მიხარია ჩემს მშობლიურ სცენაზე გამოსვლა საქართველოში. ჩემთვის საუკეთესო სცენა ის ადგილია, სადაც გავიზარდე“- ამბობს ინტერვიუში ლაშა.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები