ხორვატიაში, საერთაშორისო კინოფესტივალზე გვანცა მეფარიშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა
ხორვატიაში, ზაგრების მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იყო გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „ნომერი 26“. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, “მილიმეტრ ფილმის”, “ზუჩი ფილმსისა” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელზე მუშაობაც 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.
ფილმის პროდიუსერი – სილიკო წულუკიძეა, მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი პაპუნა ქორიძე ასრულებს, რომელმაც სათხილამურო სკოლის მწვრთნელის როლი განასახიერა. ასევე მონაწილეობენ მსახიობები:ნინი იაშვილი, გიორგი დავითური, ლევან ბუთხუზი, ნიკუშა გამეზარდაშვილი, ნანიკო ახვლედიანი, ირაკლი ღვთისიაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ფილმის პრემიერა მიმდინარე წელს შვედეთში, “უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში შედგა.