ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

12 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში  სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო , ჩემპიონატში 53 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.

პირველ საშეჯიბრო დღეს  30 წლის თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი  (58 კგ) მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.ბრინჯაოს მედალი ქართველმა სპორტსმენმა  უზბეკი ლუტფილა საიდამატოვის წინააღმდეგ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები