ვუქომაგოთ ქართველ მოჭადრაკეებს
დღეს, სლოვენიის ქალაქ თერმ ჩატეჟში, ევროპის რიგით 23-ე გუნდურმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელში ქალთა 31 და ვაჟთა 34 გუნდი მონაწილეობს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით – 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე/ნახევარი საათი პარტიის ბოლომდე/30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
პირველი ტური 12 ნოემბრის 15:00 საათზე დაიწყო ადგილობრივი დროით.
ჩემპიონატზე საქართველოს სახელს დაიცავენ:
ქალთა გუნდი:
ნანა ძაგნიძე (2524)
ლელა ჯავახიშვილი (2446)
მერი არაბიძე (2441)
სალომე მელია (2371)
სოფიო გვეტაძე (2302)
კაპიტანი – დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.
ვაჟთა გუნდი:
ბაადურ ჯობავა (2582)
თორნიკე სანიკიძე (2458)
ლუკა პაიჭაძე (2551)
ლევან ფანცულაია (2571)
გიგა ყუფარაძე (2475)
კაპიტანი; მთავარი მწვრთნელი – ზურაბ სტურუა.