ინფორმაცია რეჯო კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
2021 წლის 18 ნოემბერს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ერთი დღით ეწვიონ ქ. რეჯო კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება, საქართველოს მოქალაქის რეგისტაცია, ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება, მომზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გატანა) ასევე ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.
„მოქალაქეთა მიღება იწარმოებს10:00- დან 15:00- მდე მისამრთზე: Chiesa ortodossa di San Paolo dei Greci. ქუჩის მისამართი: Via dei Santi Itali-Greci, snc, Reggio Calabria ( Viale Calabria IPERCOOP უკან).
მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 0809189650, 0809189652 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00 საათამდე).
მოქალაქეთა მიღება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად.“ – ნათქვამია ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.