გვანცა ჯიშკარიანი Prince Claus Seed Awards 2021-ის გამარჯვებულებს შორის დასახელდა

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, ქართველი ხელოვანი, გვანცა ჯიშკარიანი, Prince Claus Seed Awards 2021-ის 100 გამარჯვებულს შორის დასახელდა. ქართველი არტისტის მრავალგანზომილებიან შემოქმედებაში წარმოჩენილი თემები, როგორიც არის გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, გენდერული თანასწორობა, გამოხატვის თავისუფლება, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები და კულტურული მემკვიდრეობა, პრინც კლაუსის პრემიის ორგანიზატორთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

პრინც კლაუსის ფონდი 1996 წლიდან ფუნქციონირებს და ის აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ემსახურება ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე არტისტთა მხარდაჭერას. ფონდს დახმარებას უწევენ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები