საქართველო Expo 2020 Dubai-ზეა წარმოდგენილი

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველო მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ზეა წარმოდგენილი. გამოფენის მთავარი თემატიკაა – Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იშლება შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.

„ექსპო 2020 დუბაი“- ზე საქართველოს პავილიონი მდგრადი განვითარების სექციაშია განთავსებული და ოთხ ნაწილად იყოფა: მეღვინეობა; ქართული დამწერლობა; მდგრადი ტურიზმი; ბიზნეს შესაძლებლობები. მეღვინეობის განყოფილებაში წარმოდგენილია ძველი წელთაღრიცხვით მე-6-ე საუკუნის უძველესი ქვევრი, რომელსაც ახლავს შუქურები, სადაც გამოჩნდება თამადას ისტორიული ქანდაკება, საწნახელი და სუფრა.

ეკრანებზე ნაჩვენები იქნება ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, მისი დაყენების, ყურძნის ჯიშებისა და მარანის (ტრადიციული ქართული მარნების) ფუნქციონირების შესახებ.

გამოფენა 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპო 2020 დუბაი ქვეყნის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები