ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი ქართველმა მოციგურავეებმა მოიპოვეს

5-7 ნოემბერს , ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა 44 -ე საერთაშორისო ტურნირი “Volvo Open Cup”-ის თასზე , რომელშიც საქართველოდან მონაწილეობდნენ ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები: ალინა ურუშაძე ( სენიორი ქალები) ,ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე ( სენიორი მამაკაცები) და იუნიორთა კატეგორიაში ანადეა გულბიანი შმიდტი.

ტურნირი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოციგურავეებისათვის. სპორტსმენებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის ალინა ურუშაძემ 178,29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა. ირაკლი მაისურაძისათვის რიგის ტურნირი ახალი სეზონის პირველი სტარტი, ხოლო ნიკა ეგაძისათვის კი ყაზახეთის დენის ტენის თასის შემდეგ მეორე ოფიციალური სტარტი იყო. 8 ქვეყნის 11 მოციგურავე მამაკაცს შორის ქართველმა სპორტსმენმა ირაკლი მაისურაძემ 227,61 ქულით პირველი, ხოლო ნიკა ეგაძემ კი 225.60 ქულით მე-3 ადგილი მოიპოვა. იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ანადეა გულბიან-შმიდტმა კი 14 ქვეყნის 21 მოციგურავე გოგონას შორის 119.75 ქულით ტურნირი საუკეთესო ათეულში მე-8 პოზიციით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები