ქართველმა ძიუდოისტებმა ისევ გაგვახარეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, -81კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა. ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილმა მოიგო. ვლადიმერ ახალკაცი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ხოლო 23 წლამდელთა შორის, -100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ჩიქოვანმა მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლით გაგვახარა გელა ზაალიშვილმაც.

ბიჭებს არც სოფიო სომხიშვილი ჩამოუვარდა და მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები