ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

5 ნოემბერს  აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში  ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. ტურნირზე, რომელიც 5-7 ნოემბერს გაიმართება,  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასპარეზობს. პირველივე საშეჯიბრო დღეს ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჯაბამ საფინალო ბრძოლაში რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა.

წინ კი კიდევ ორი საშეჯიბრო დღეა. დღეს გრანდ სლემზე გამარჯვების მოსაპოვებლად სამი ქართველი იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები