აივენგო რიკაძე მსოფლიოს ჩემპიონია
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გუშინ გათამაშდა.
აივენგო რიკაძე (82 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეჩარტს დაუპირისპირდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი აივენგო რიკაძის ტრიუმფით დააგვირგვინა.
2 ოქრო, ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი.
ლერი აბულაძე (63 კგ) – ოქრო;
აივენგო რიკაძე (82 კგ) – ოქრო;
ფრიდონ აბულაძე (60 კგ) – ბრინჯაო.