ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში არსებული კომპანიის Madatart-ის დამფუძნებელი მარიტა დამენიაა. 5 წელზე მეტია ამერიკაში, ნიუ-იორკის ხელოვნების ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. კომპანიამ ამ ხნის მანძილზე უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა და ბევრ ხელოვანს დაეხმარა საინტერესო ბიოგრაფიის შექმნაში. აქტიურად თანამშრომლობს ამერიკელ და ევროპელ არტისტებთანაც.
მარიტამ 20-ზე მეტი წარმატებული გამოფენის ორგანიზება შეძლო. კომპანიის პარტნიორები არიან ნიუ-იორკის საუკეთესო გალერეები. როგორიც მისი დამფუძნებელი ამბობს, Madatart-მა მოიპოვა ყველაზე ღირებული – რეპუტაცია, რომელსაც ნიუ იორკის ხელოვნების სფეროში ვერანაირ ფასად ვერ იყიდი.
„Madatart“ აწყობს როგორც სოლო და ასევე ჯგუფურ გამოფენებს ამერიკის მასშტაბით, ასევე ხელს უწყობს არამარტო ამერიკაში მცხოვრებ, არამედ საქართველოში მყოფ ნიჭიერ არტისტებს თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ბაზრის დასაპყრობად.
როგორ დაფუძნდა არტპრომოუშენ კომპანია, კონკრეტულად რა პროექტების შექმნა შეძლო და როგორია გეგმები 2022 წლისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"