სამთო საქმისა და გეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
28-29 ოქტომბერს სამთო საქმისა და გეოლოგიის რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, კომპანია „არემჯის“ აქტიური მხარდაჭერითა და სპონსორობით ჩატარდა.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, 28 სპიკერმა გეოლოგიისა და სამთო საქმის მიმართულებით, საინტერესო და მრავალფეროვანი მოხსენებები წარადგინა.
ღონისძიებაში აღნიშული დარგების გამოცდილ და ცნობილ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას ახალგაზრდა სპეციალისტები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები იღებდნენ, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა.
„კონფერენციის მსვლელობისას, ორგანიზაციების, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული მრავალი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტას უწყობს ხელს“- აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.