„ხიდი“ – გამოფენა გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობას მიეძღვნა

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  ერთდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „ხიდი“ გაიმართა.

გამოფენა მიეძღვნა გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობას და მისი მონაწილეები იყვნენ: ცნობილი გერმანელი მხატვარი – ფრანცისკა ქიონიგსრაინერი და ცნობილი ქართველი მხატვარი – ქეთი მატაბელი. სპეციალური სტუმრის სტატუსით, გამოფენაზე იმყოფებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰუბერტ ქნირში. გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გამოფენა  კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები