ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასს გამართავს

25, 26 და 27 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი გიორგი ვაჩნაძე კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ბატონი გიორგი ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის მუსიკალური სკოლის ასოცირებული პროფესორია, ასევე ვილა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლეზაში (ლაგო მაჯორე), იტალია. იგი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა მსოფლიოს მასშტაბით. არის არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები