იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება თსუ-ში
არ გამოტოვოთ იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
„თქვენ გელით საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული დანტე ალიგიერის პორტრეტით და, ასევე, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით და სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით შეიქმნა.“ – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის მერე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები დანტე – თბილისის კომიტეტი • Dante – Tbilisi და თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტი არიან (კონფერენციის დასაწყისი: 12:15სთ).