წარმატებული ქართველი იურისტი რომის ადვოკატთა ფორუმში – როგორია მისი გეგმები საქართველოსთან

ვიდეობლოგის სტუმარი იტალიაში წარმატებული ქართველი ადვოკატი ბექა თავართქილაძეა. ის რომის ადვოკატთა ფორუმის სრულუფლებიანი წევრი და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ადვოკატია, იტალიაში იურიდიული საქმიანობის უფლებით.

30 წელია, ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან გვიდო კარლის სახელობის რომის უნივერსიტეტი დაამთავრა და აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. არის რომის ადვოკატთა ფორუმის უცხოეთთან ურთიერთობის კომისიის წევრიც. მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი სფერო საერთაშორისო და საარბიტრაჟო სამართალია, თუმცა საიმიგრაციო სამართლის კუთხითაც საქმიანობს – ქართველი ემიგრანტების ინტერესებსა და უფლებებს იცავს მთელი იტალიის მასშტაბით. მალე, რომისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. სწორედ ამ მიზნით, ბექა თავართქილაძე როგორც რომის ადვოკატთა ფორუმის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისს ეწვევა. როგორია სამშობლოსთან კავშირში გეგმები ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ის ინტერვიუში საუბრობს.

,,მცენარეს ფესვებს თუ მოაჭრი, ის მალე მოკვდება. ეს ძალიან მარტივია. ჩემს ფესვებს ძალიანაც რომ მოვინდომო ვერც მოვშორდები და ვერ დავივიწყებ ტრადიციებს, ისტორიას, ენასა და კულტურას. ჩემს ოჯახს მიუძღვის დიდი წვლილი, თუ მე ამდენი წლის შემდეგ საქართველოსთან ისევ ახლოს ვარ და კავშირს არ ვწყვეტ“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ ინტერვიუში ბექა.

წარმატებული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, მისი ცხოვრება საზოგადოებრივი აქტივობებითაც გამოირჩევა: მილანის ბავშვთა სახლის მოხალისე, რომის ქალაქის ეკოლოგ-მოხალისე, იტალიის წითელი ჯვრის საზოგადოების სისხლის დონორი… გატაცებულია სპორტითაც, დაკავებულია კრივით.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები