ქალაქ ანჟეში ქართული კულტურის საღამო გაიმართა

საფრანგეთში ახალგაზრდა ელჩის – თამთა ჭარბაძის ორგანიზებით საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გაიმართა ქართული კულტურის საღამო. ღონისძიებას ესწრებოდა 60 მდე სტუმარი, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოსა და საქართველოს კულტურას.

საღამო პოლიფონიური მუსიკით გააფორმა მომღერალთა ტრიომ „harmonie Géorgienne“ დამსწრეთა შორის იყო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა.

ახალგაზრდა ელჩი მადლობას უხდის ანსამბლს “Harmonie Géorgienne” და საქართველოს საელჩოს საფრანგეთში გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები