სათვისტომო ,,კოლხეთი“ ქალაქ ანკონაში ემიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს
24 ოქტომბერს, იტალიაში, ქალაქ ანკონაში, სათვისტომო ” კოლხეთის” ინიციატივით, ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართება. ადვოკატი ბექა თავართქილაძე უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მოქალაქეებს და მათ დამქირავებლებს.
სათვისტომოს ხელმძღვანელის ბეგლარ თავართქილაძის განცხადებით, მსურველებისთვის წინასწარი ჩაწერა სავალდებულო იქნება.
რომის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების მიმართულებით მუშაობს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან მიგრანტებს.