„აპოლინეს სამზარეულოს“ ქართველი დიასახლისი – როგორ იქცა კულინარია ემიგრანტი ქალბატონის მთავარ გატაცებად

ლალი ჭიღლაძე 2002 წლიდან ემიგრანტია გერმანიაში. სტუდენტობის დროს, სასწავლებლად და სამუშაოდ ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით გაემზავრა, თუმცა დიდი ხნით დარჩენა მოუწია. ოჯახი შექმნა და ევროპაში დაფუძნდა.

პროფესიით მუსიკოსია, ცოტა ხნით პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში, პალიატიურ განყოფილებაში მოუწია მუშაობა… სწორედ ამ დროს, რთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, განტვირთვის საუკეთესო საშუალება კულინარია აღმოჩნდა. საკუთარი სამზარეულოდან მალე ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ოჯახის წევრების შემდეგ, უცხო ადამიანების გულებიც მოიგო.

„აპოლინეს სამზარეულო“ კულინარიული იუთუბ არხია, რომელიც ლალიმ 5 წლის წინ შექმნა. დეტალურად ახსნილი, ზუსტი და სანდო რეცეპტებით და სასარგებლო რჩევებით პოპულარობა მალევე მოიპოვა. მარტო იუთუბზე გამომწერთა რაოდენობა 130 ათასს აჭარბებს. ლალის რეცეპტები პოპულარობით სარგელობს ფეისბუქსა და ინსტაგრამ გვერდებზეც, სადაც გამომწერები 62 ათასზე მეტია. სამომავლოდ წიგნის გამოცემასაც აპირებს, სადაც მისი ყველა გამორჩეული რეცეპტი მოიყრის თავს.

ლალი თავის ისტორიას ვიდეობლოგში გვიყვება.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები