2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მოიპოვეს

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში, ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ამირან წიქვაძე (70 კგ) და ლუკა კურტანიძე (100 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მალხაზ როზომაშვილი (78 კგ) ვერცხლს დაეუფლა,  ბრინჯაოს მედლები კი, გივი სიხარულიძემ (-62 კგ) და შანშე ტლაშაძემ (70კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია , რომ ლუკა კურტანიძე ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის

22-24 ოქტომბერს ტურნირი ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები