სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება

ანკარის თოჯინების მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, მაყურებელთა წინაშე თოჯინური სპექტაკლით ,,რწყილი და ჭიანჭველა“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასი წარსდგება.

პროექტი საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრები მოქალაქეებისათვის განცხადებას ავრცელებს: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად, სპექტაკლზე დასასწრებად, აუცილებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ,,PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“

სპექტაკლის შესახებ: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. რწყილისა და ჭიანჭველას თავგანწირული მეგობრობის ამბავს მაყურებელს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუთხრობენ. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო ამდიდრებს სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები