საქართველოს სტენდი „World Bread Day“ – ზე იყო წარმოდგენილი

17 ოქტომბერს, ბაქოში, “Sea Breeze Resort” ტერიტორიაზე  საქველმოქმედო ღონისძიება „World Bread Day“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.

ქართული კულინარიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სტენდზე ფართოდ იქნა წარმოდგენილი ეროვნული სამზარეულო, ქართული ღვინო და სხვა პროდუქცია,აგრეთვე საინფორმაციო ბროშურები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების ამსახველი სუვენირები.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები