საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის დიდ სლემზე ოთხი მედალი მოიპოვა

პარიზის დიდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის პრესტიჟული ტურნირის ოთხი მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ტატო გრიგალაშვილს (81 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ ტაკეში სასაკისთან ორი ვაზარით  წააგო.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელმა ონისე სანებლიძემ (100 კგ). მაისურაძემ ბრინჯაოს ფინალში ფრანგ ალექსი მატიეს წმინდ მოუგო, სანებლიძემ კი ასევე იპონით ხორვატ ზლატკო კუმრიჩს აჯობა.

აღსანიშნავია ქალთა ნაკრების ლიდერის, ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) წარმატება. იუნიორებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ასევე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელ კაია კაიზერს იპონით მოუგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები