ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს კაზაკოვა- რევიას წყვილმა მოუტანა

16-17 ოქტომბერს , მენტანაში (იტალია) გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში, სადაც მონაწილეობდა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი. ქართველი სპორტსმენებისათვის ამ სეზონზე ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ობერსდორფის შემდეგ.

” Mezzaluna Cup” – თასზე კი 7 სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის ქართველმა სპორტსმენებმა 186.78 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს . იტალიაში ქართველი წყვილი კიდევ ერთხელ წარდგა მაყურებლებისა და სპეციალისტების წინაშე თავიანთი ახალი ოლიმპიური პროგრამით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები