მეტელკინამ და პარკმანმა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

15-17 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურობაში “2nd Budapest Trophy 2021”-ის სტატუსით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები ალინა ურუშაძე ( ერთეული ქალები) და ანასტასია მეტელკინასა და დანილ პარკმანის სპორტული წყვილი.

მეტელკინა-პარკმანის წყვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი ამ სეზონზე პირველი სტარტი იყო , ხოლო საქართველოს სახელით მათი ერთობლივი გამოსვლის კი მეორე ასპარეზობა, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. სპორტული წყვილი საკმაოდ სერიოზულად მოემზადა სეზონის ამ პირველი სტარტისათვის და ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულით მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დამსახურებულად მოიპოვა

საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა აგრეთვე ალინა ურუშაძემ, რომელმაც 14 ქვეყნის 20 მოციგურავე ქალს შორის 179,14 ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები