სამცხე-ჯავახეთში CaBOL-ის საველე ექსპედიცია გაიმართა
კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში 8-11 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში საველე ექსპედიცია გაიმართა. ილიაუნის მკვლევარმა სტუდენტებმა სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით შეაგროვეს უხერხემლოების რამდენიმე ასეული სახეობა, რომელთაგანაც რამდენიმე ათეული სახეობა საკვლევი ტერიტორიისთვის, ხოლო რამდენიმე ერთეული საქართველოსთვის ახალი აღმოჩნდა.
კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, 2020 წელს დაიწყო საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები: შოთა ჯაფარაშვილი, სოფო ბალხამიშვილი, ეკა არსენაშვილი, ალექსი მემიშიში, თინათინ ჩხარტიშვილი, მარიამ თოდუა, ბექა ჩიტაძე, გიორგი ბანანაშვილი, გიორგი იანქოშვილი, არმენ სეროპიანი და ნატალია ბულბულაშვილი.