„თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ 17-22 ოქტომბერს ჩატარდება
17-22 ოქტომბერს, ელისო ვირსალაძის პროექტი თბილისში „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ ჩატარდება. დაგეგმილ კონცერტებსა და მასტერკლასებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ ქალაქ თელავში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი და მასტერკლასები 35 წელს ითვლის. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ფესტივალი წელს ფორმატს იცვლის და დროებით თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც 17-22 ოქტომბერს 3 კონცერტი და 12 მასტერკლასი ჩატარდება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასებს და შეხვედრებს მოწვეული პროფესორები, პროფესიონალ მუსიკოსებთანაც ჩაატარებენ.
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტებს გამართავენ ელისო ვირსალაძე, ლუკაშ ვონდრაჩეკი, ანდრეი ბარანოვი, ალექსანდრ რუდინი და საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით. მცირე დარბაზში შედგება ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების – სანდრო გეგეჭკორისა და მარიკა კუხიანიძის – კონცერტი. საფესტივალო ორკესტრი შედგენილია ქართველი მუსიკოსებისა და უცხოეთიდან მოწვეული ორი კონცერტმაისტერისაგან.
მასტერკლასებს ფორტეპიანოს სპეციალობით გაუძღვებიან ელისო ვირსალაძე და ხათუნა კოკოჩაშვილი – ბრიუსელის მუსიკალური აკადემიის პროფესორი; ვიოლინოს სპეციალობით – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ჟენევის მუსიკალური აკადემიის პროფესორი ანდრეი ბარანოვი; ჩელოს და კამერული ანსამბლის სპეციალობით – საერთაშორისო კონკურსების ლაურეტი, ჩელისტი და დირიჟორი ალექსანდრ რუდინი.საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით. მცირე დარბაზში შედგება ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების – სანდრო გეგეჭკორისა და მარიკა კუხიანიძის – კონცერტი.
საფესტივალო ორკესტრი შედგენილია ქართველი მუსიკოსებისა და უცხოეთიდან მოწვეული ორი კონცერტმაისტერისაგან.
მასტერკლასებს ფორტეპიანოს სპეციალობით გაუძღვებიან ელისო ვირსალაძე და ხათუნა კოკოჩაშვილი – ბრიუსელის მუსიკალური აკადემიის პროფესორი; ვიოლინოს სპეციალობით – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ჟენევის მუსიკალური აკადემიის პროფესორი ანდრეი ბარანოვი; ჩელოს და კამერული ანსამბლის სპეციალობით – საერთაშორისო კონკურსების ლაურეტი, ჩელისტი და დირიჟორი ალექსანდრ რუდინი.
პირველად ფესტივალზე ალექსანდრ რუდინი ჩაატარებს მასტერკლასს პროფესიონალი მუსიკოსებითვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და პიანისტი ხათუნა კოკოჩაშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.