Georgia ReWINED – სან ფრანცისკოში დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია გაიმართა

სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა დოკუმენტური ფილმების პროექტის – Georgia ReWINED პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე  საქართველოს ხუთი რეგიონის და ხუთი სხვადასხვა მეღვინეობის შესახებ მოკლე ფილმების ჩვენება მოეწყო. სტუმრებს ასევე ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ აღნიშნული მეღვინეობებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ღვინოები.

ღონისძიებას უძღვებოდნენ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მამუკა წერეთელი და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე, რომლებმაც სტუმრებს ქართული ღვინის უნიკალური ისტორია და დამზადების სპეციფიკა გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები