ვიდეობლოგი პატარა ემიგრანტი გოგონას ისტორიას გიყვებათ, რომელმაც ოცნება აიხდინა და დღეს მილანის ლა სკალას აკადემიის მოსწავლეა.
ელისაბედ ლაგურაშვილმა საქართველო სამი წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად იტალიაში გაემგზავრა. მისთვის საოცნებო სასწავლებლის კარი ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვების შემდეგ გაიხსნა. კონკურსის შედეგად, 13 საუკეთესო ბავშვს შორის მოხვდა.
11 წლის ქართველი გოგონა ლა სკალას აკადემიაში ჩაირიცხა და ოცნებებისკენ გზის გაკვალვას შეუდგა. საბოლოო მიზანი ოპერის მომღერლობაა, ამისთვის კი თავდაუზოგავად შრომობს. ის მილანში დედასთან, მაკა ადუაშვილთან ერთად ცხოვრობს. საკუთარ წარმატებებს სწორედ დედასა და საყვარელ პედაგოგს გიორგი ლომისელს უმადლის.
წარმატების ამბავს ვიდეობლოგში, ის დედასთან ერთად მოგვითხრობს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"