ქალაქ ვროცლავში „კავკასიის ფონდის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 11 ოქტომბერს, ქალაქ ვროცლავში „კავკასიის ფონდის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ფონდის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლონეთთან და ევროკავშირთან დაახლოება. ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელია ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსული, ვოიჩეხ ვრუბელი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გახსნა აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმი“, რომელმაც შეასრულა ქართული მრავალხმიანი მუსიკის უნიკალური ნიმუშები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, დიანა ბალარჯიშვილი. ღონისძიების თანაორგანიზატორი ასევე იყო ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.“ – ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.