საქართველოს 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ელიტ რაუნდში პირველ ადგილზეა

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდი პირველი ადგილით დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელებმა ლარვიკის „ფრამპარკენზე“ მასპინძელი ნორვეგიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრები 26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის მიერ კუთხურიდან გატანილი გოლით დაწინაურდა. საბოლოოდ ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

წინ ელიტ რაუნდია, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები