“ოსკარზე” საქართველოს ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ წარადგენს
ეროვნულმა კინოცენტრმა “ოსკარზე” წარსადგენი ქართული ფილმი გამოავლინა. ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს, ფილმის პრემიერა მიმდინარე წელს ნიუ-იორკში, ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართა, სადაც „მეოთხე ბრაიტონი“ სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა: საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი;
ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ -ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”