კარლო კაჭარავას ნამუშევრები ლონდონში გამოიფინა

ლონდონში, სამხატვრო გალერეაში Modern Art ქართველი მხატვრის, პოეტის, ესეისტისა და არტ-კრიტიკოსის – კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა „People an Place” გაიხსნა რომელიც სანია კანტაროვსკისა და სკოტ პორტნოის კურატორობით, 10 ოქტომბრიდან 17 დეკემბრამდე გასტანს.

კარლო კაჭარავა სრულიად განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულ მხატვრობაში, მან თავისი შემოქმედებით ახალი – საბჭოთა სისტემისაგან თავისუფალი, გამორჩეული კვალი დატოვა და მიუხედავად იმისა რომ სრულიად ახალგაზრდა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა – ახალი მიმდინარეობების შთამაგონებელი გახდა მომავალი თაობებისათვის.

ახალგაზრდა მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები პირველად ქვეყნის საზღვრებს გარეთ 1998 წელს ნიუ-იორკის ჯოის გოლდსტეინის გალერეაში გამოიფინა.მაშინ ჟურნალში “Art in America” კრიტიკოსი ჯონათან გუდმანი წერდა: “ბუნებამ უთუოდ უხვად დააჯილდოვა ქართველი მხატვარი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა. მისი ნატიფი გემოვნება, კოლოსალური ინტელექტი და ნიჭი კაცობრიობის სულიერ მიღწევათა უახლესი გამოვლინებაა. მისი პერსონა სრულიად აირეკლება მისსავე შემოქმედებაში იმდენად, რომ სიტყვა და ხატი ერთმანეთს ავსებს. კარლოს მხატვრობა, სამეცნიერო ნაშრომები, 90-იანი წლების მსოფლიო ხელოვნების უდიდესი მიღწევაა… ისტორიული გროტესკი და ბედისწერის წინააღმდეგ ამხედრებული ეს უზარმაზარი შემოქმედება ბოლომდე ინარჩუნებს იდუმალების, ორიგინალობის, გენიალობის ელფერს. მათი ავტორი დროის მიღმაა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები