ნათელა გრიგალაშვილი საერთაშორისო ფოტო კონკურსის ჟიურის წევრია
არგენტინაში მიმდინარე საერთაშორისო ფოტო კონკურსის “Fa!Foto“ ჟიურის წევრი ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი იქნება. მისი ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება.
ნათელა გრიგალაშვილი დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.
ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა” “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ „პანკისის ხეობის ქალები