მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფესტივალს მეექვსედ უმასპინძლებს. 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს როგორც ქართული, ასევე უცხოური სპექტაკლები.
ფესტივალი 10 ოქტომბერს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლით „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ გაიხსნა. ორი კვირის განმავლობაში მესხეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, რუსთავის, ფოთის, გორის, ბათუმის სახელმწიფო თეატრების, ახმეტელის, თუმანიშვილის, თბილისის სომხური და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ მოლდოვისა და უკრაინის თეატრალურ დასები.
ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესხეთის სახელმწიფო თეატრი 25 ოქტომბერს სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელი დახურავს.