ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ სამი მედალი მოიპოვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ (96 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, ატაცში 143/146/148 დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!

ძალოსანმა აკვრაში თავი 177/180 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასეთივე შედეგი მიიღო ორჭიდის 328 კილოგრამითაც, გარდა ამისა ვეკუამ ატაცში 1 კილოგრამით საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა!

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია,  პირადი მწვრთნელი კი სლავა ვეკუა

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები