საქართველოს რაგბის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა (U-18) ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა ფინალში პორტუგალიელები ანგარიშით 27:0 დაამარცხეს.
მათ ეს გამარჯვება მიუძღვნეს ბათუმს, სადაც პარასკევს ტრაგედია დატრიალდა.
„ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო. ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით. ძალიან გვიყვარხართ და ამით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები“, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა.
საქართველოს U-18 ნაკრებმა კონტინენტური პირველობას ზედიზედ მესამედ მოიგო.