ტოკიოში ლანა ღოღობერიძის ფილმის “ოქროს ძაფი” დახურული ჩვენება გაიმართა
ტოკიოს ერთ-ერთ კინოთეატრში ლანა ღოღობერიძის ფილმის “ოქროს ძაფი” წინასწარი, დახურული ჩვენება გაიმართა.
ფილმი იაპონიაში ჩაიტანეს “ქართული კინოს ფესტივალი 2022”-ის ფარგლებში, რომელიც მომავალი წლის 29 იანვრიდან 25 თებერვლამდე გაიმართება.
„ჩვენებას ესწრებოდნენ იაპონელი კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინო-ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ფილმმა აუდიტორიის საერთო აღფრთოვანება დაიმსახურა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ ლეჟავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.“ – ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშული ფესტივალი ქართული კინოს ცნობილი მკვლევარის, ტაკეჰიდე ჰარადას ინიციატივით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.