ინფორმაცია კუნძულ კრეტაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, საკონსულო ოლქის ყოველწლიური შემოვლის მიზნით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული და საკონსულო სამსახურის თანამშრომელი, კუნძულ კრეტაზე, ქ. აგიოს ნიკოლაოსსა და ქ. ხანიაში, საქართველოს მოქალაქეებს მიიღებენ და მათ საკონსულო მომსახურებას გაუწევენ.

მიღების დღეებია:

2021 წლის 11 ოქტომბერი: ქ. აღიოს ნიკოლაოსი, 9 სთ-დან 13 სთ-მდე. მისამართი: კუმუნდურუს ქ. №13

2021 წლის 12 და 13 ოქტომბერი: ქ. ხანია, მერიის შენობა, 9 სთ-დან 13 სთ-მდე, მისამართი: კიდონიას ქ. №29

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები