თბილისს უკრაინელი მწერალი ანასტასია ლევკოვა ეწვია

მწერალთა სახლის ორგანიზებითა და ,,თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის’’ მხარდაჭერით, გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში, თბილისს უკრაინელი მწერალი, ანასტასია ლევკოვა ეწვია.

5-დან 19 ოქტომბრამდე, ანასტასია ლევკოვა, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და წიგნზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელიც 17-24 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ , რომ გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამები, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, თბილისში, ლა კორუნიასა (ესპანეთი) და ლვოვში (უკრაინა) სექტემბერ-ოქტომბერში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში თბილისში ესპანელი მწერალი ირია კოიასო იმყოფებოდა, ხოლო  ქართველი მწერალი, ზაზა კოშკაძე ლვოვში გაემგზავრა.

2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები